covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები მსოფლიოში

19 დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიოში სულ 8 710 172 684 დოზა SARS-CoV-2 ვაქცინაა გაკეთებული. ვაქცინაცია მიმდინარეობს 233 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზე. ბოლო დღეების მონაცემი საშუალოდ დღიური 40.1 მლნ დოზა აცრაა. აცრილია გლობალურად მოზრდილი მოსახლეობის 56%. მსოფლიოში 75% მოსახლეობის მინიმუმ ერთი დოზით აცრას ამ ტემპით სჭირდება დამატებითი 4 თვე მიზანის მისაღწევად.

ამ დროისთვის მსოფლიოს მინიმუმ 38 ქვეყანას ჰყავს სრულად აცრილი საკუთარი მოსახლეობის 75% და მეტი. მსოფლიოს ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი 27 ქვეყანა ახორციელებს ვაქცინაციის 14.4%-ს, თუმცა ჰყავთ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10.3% და საპირისპიროდ – 77 დაბალ-შემოსავლიან ქვეყანას ჰყავს მოსახლეობის 45.4% და ახორციელებს აცრების მხოლოდ 27%-ს. გლობალურად, მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებულია მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის 28%-ის ხარჯზე, საიდანაც 23% ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებელია.

იმ ქვეყნებში, რომელსაც მოსახლეობა მინიმუმ 1 მილიონი ჰყავს, ბოლო 7-დღიანი საშუალო მაჩვენებლით ყველაზე სწრაფად ცრის ბოცვანა, დღიური ადმინისტრირებული დოზით 2 188  / 100 000 მოსახლეზე. ვაქცინაციის დაწყებიდან, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიკარაგუაში 4 755 დოზით / 100 000 მოსახლეზე.

არსებული მონაცემებით აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული დოზებით ლიდერობს ჩინეთი (2 673 688 000), მეორე ადგილზეა ინდოეთი (1 376 711 536), მესამეზეა ევროკავშირი (706 604 069), მეოთხეზეა აშშ (493 632 519), მეხუთეზეა ბრაზილია (324 798 686), მეექვსე ინდონეზია (258 684 638), მეშვიდეა იაპონია (198 497 730), მერვე გერმანია (140 915 301), მეცხრე რუსეთი (140 161 780) და მეათე მექსიკა (139 820 373).

სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის მიხედვით, ლიდერობს გიბრალტარი (118.8%), მეორე ადგილზეა მალდივები (98.4%), მესამე მალტა (92.5%), მეოთხე სინგაპური (91.9%), მეხუთე გაერთიანებული არაბეთის ემირატები (90.3%), მეექვსე პორტუგალია (89%), მეშვიდეა ბრუნეი (87.3%), მერვე ჩილე (85.8%), მეცხრე კუბა (83.4%), მეათე ჩინეთი (83%).

მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით (ადმინისტრირებული დოზა 100 000 მოსახლეზე) ლიდერობენ კუბა (258 დოზა), გაერთიანებული არაბეთის ემირატები (224.3 დოზა), ჩილე (223.8), ურუგვაი (198.6 დოზა), მალტა (195.2), ისლანდია (192.1), ჩინეთი (190.7), გაერთიანებული სამეფო (187.2), დანია (184.2) და ბაჰრეინი (182).

ბუსტერ-დოზა ყველაზე დიდი რაოდენობით ადმინისტრირებულია გიბრალტარში (76.8%), ისლანდიაში (53.1%), ჩილეში (51.5%), ისრაელში (45.9%), ურუგვაიში (41.7%) და ავსტრიაში (37.3%).

კონტინენტების მიხედვით მოხმარებული დოზებიდან აზიაში ადმინისტრირებულია 67.7%, ევროპაში 12%, ჩრდილოეთ ამერიკაში 9.2%, სამხრეთ ამერიკაში 7.2%, აფრიკაში 3.2% და ოკეანიაში 0.6%.

ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში (EU/EEA) ჯამში ამ დროისთვის გაკეთებულია 908 718 789 დოზა ვაქცინა, მოცვა პირველი დოზით 71.5%-ია, საიდანაც სრულად აცრილია 67.3% (ექსკლუზიურად 18 წლის ზევით მოსახლეობის გათვალისწინებით, შესაბამისად მხოლოდ I და სრულად აცრილია 83.1% და 78.5%).

კავკასიის რეგიონში აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზერბაიჯანში, აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული 11 046 136 დოზით, სრულად აცრილი მოსახლეობის 46.5% და 12.7%-ში მოხმარებული ბუსტერ-დოზით. სომხეთში ადმინისტრირებულია 1 452 374 დოზა და სრულად აცრილია მოსახლეობის 19.6%.

მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თურქეთში, სადაც ადმინისტრირებულია 123 625 349 დოზა, სრულად აცრილია მოსახლეობის 61.5% და მოხმარებულია 19%-ში ბუსტერ-დოზა.

G7 ქვეყნებს ამ დროისათვის ადმინისტრირებული აქვთ საშუალოდ 160.3 დოზა 100 000 მოსახლეზე, მოცვა პირველი დოზით 75.9%, საიდანაც სრულად აცრილია 68.2%. ბუსტერ-დოზა მოხმარებულია მოსახლეობის 19 ყოველ 100 მოსახლეზე.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.