covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

ვისთვისაა განკუთვნილი ე.წ. ბუსტერ დოზები

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია შეუძლიათ

  1. 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება. 
  1. სრულად აცრილ პირებს განსხვავებული ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება არსებობს მოგზაურობისთვის. თუ კი მოგზაურობის მსურველი პირი უნდა იყოს აცრილი დანიშნულების ქვეყნის მიერ დაშვებული ვაქცინით (აშშ ან ევროკავშირი), ამ შემთხვევაში მას შეუძლია წარადგინოს მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი და დაგეგმოს ვაქცინაცია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსხვავებული ვაქცინით აცრა მეორე ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები. 

12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის უკვე შესაძლებელია ვაქცინაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პფაიზერით. 

ვაქცინაციისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის მიხვიდეთ შემდეგ ვაქცინაციის პუნქტებში. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22 და 144. 

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.