სინოვაკის (CoronaVac -Vero Cell, Inactivated) ვაქცინის მეორე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო 9 ივნისს. სინოვაკი არის 2 დოზიანი ინაქტივირებული ტიპის ვაქცინა. დოზებს შორის ინტერვალი 14-28 დღეა.
1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.
საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს, იმუნიზაციის პროცესი დაიწყო 24 მაისს.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში