covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 655 040

სრულად აცრილი 💉💉

707 563

რა უნდა ვიცოდეთ სინოვაკის ვაქცინის შესახებ

რა ვიცით ჩინურ ვაქცინა სინოვაკზე

ჩინურმა კომპანია სინოვაკმა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო მუშაობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ის შექმნაზე, რაც ამ ვაქცინის ოფიციალური დასახელებაა. საქართველოში და მსოფლიოში კი მას სინოვაკის სახელით იცნობენ.

ბრაზილიაში ჩატარებული III ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტურობა 50.65% იყო, ხოლო თურქეთში ჩატარებული III ფაზის კვლევის თანახმად სინოვაკის ეფექტურობა სიმპტომური COVID-19-ის ინფექციის  წინააღმდეგ 91.25%-ს შეადგენდა.

2021 წლის 2 ივნისს სინოვაკმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღო. ამ დროისთვის 24 ქვეყანაში სინოვაკის  260 მილიონზე მეტი ვაქცინა არის მიწოდებული. 

რეკომენდირებული დოზა

საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფი (SAGE- Scientific Advisory Group for Emergencies) რეკომენდაციას უწევს სინოვაკის ვაქცინის 2 დოზას, დოზებს შორის ინტერვალია 2 დან 4 კვირამდე. რეკომენდირებულია, რომ ყველა ვაქცინირებულმა ადამიანმა მიიღოს ორი დოზა.

სინოვაკის ეფექტურობა

ბრაზილიაში ჩატარებულმა III ფაზის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სინოვაკის ვაქცინა არის 51%-ით ეფექტური SARS-CoV-2-ის ინფექციის სიმპტომების წინააღმდეგ. მეორე დოზის მიღების შემდეგ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ. 

სინოვაკის უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეაფასა სინოვაკის ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში. 

გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის პროცესის თანახმად, სინოვაკი გააგრძელებს დაკვირვებას იმუნიზაციის პროცესზე სხვადასხვა ასაკრობრივ ჯგუფებში და არ შეწყვეტს ინფორმაციის მოწოდებას ვაქცინის უსაფრთხოებაზე, ეფექტურობასა და ხარისხზე.

სინოვაკის ეფექტურობა ახალი შტამების წინააღმდეგ

დაკვირვების შედეგად კვლევემა აჩვენეს, რომ მანაუსში (ბრაზილია), სადაც SARS-CoV-2 ინფექციის P.1 შტამის 75% შემთხვევა იყო, სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი აცრილ ჯანდაცვის მუშაკებში 49.6%-ს შეადგენდა. დაკვირვების შედეგები სინოვაკის ეფექტურობაზე მსგავსია სან-პაულოშიც, სადაც P1 შტამის 83%-იანი გავრცელება იყო.

ასევე ბრაზილიაში, P.2 საყურადღებო შტამის ფართო გავრცელების პერიოდში – ვაქცინის ერთი დოზით აცრილებში ეფექტურობა 49.6% იყო, ხოლო ორი დოზით აცრის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობამ შეადგინა 50.7%-ს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად აკვირდება იმუნიზაციის პროცესს და სიახლეებს გაგვიზიარებს პერიოდულად. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ იქმნება ინაქტივირებული ვაქცინა

სინოვაკი, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 

ინაქტივირებული ვაქცინა მზადდება დახოცილი ან დასუსტებული ვირუსისგან. ვირუსის ინაქტივირება ხდება მაღალი ტემპერატურის, რადიაციის ან ქიმიური ნივთიერება ბეტა-პროპიოლაქტონის დამატებით, რაც ვირუსის გენეტიკურ მასალას ანადგურებს და ხელს უშლის მის გამრავლებას ადამიანის ორგანიზმში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

როგორ მუშაობს ინაქტივირებული ვაქცინა                          

მას შემდეგ რაც ვაქცინას მკლავში გაგიკეთებენ, ორგანიზმში იწყება იმუნური რეაქცია. ორგანიზმი ხვდება, რომ ანტიგენი, ანუ უცხო სხეული არ ეკუთვნის აქაურობას და ამ დროს ე.წ. T-უჯრედები და B-უჯრედები თავს ესხმიან მიკრობს და გამოიმუშავებენ ანტისხეულებს. B უჯრედებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ვირუსი და იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ჩვენს ორგანიზმში მოხვდა, ორგანიზმა უკვე იცის როგორ დაიცვას თავი. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

სხვა ინაქტივირებული ვაქცინები

ინვაქტივირებული ვაქცინები მედიცინაში საუკუნეზეა მეტია გამოიყენება. 1950 წელს ჯონას სალკმა შექმნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ინაქტივირებული ვირუსის გამოყენებით. ინაქტივირებული ვაქცინებია ასევე A ჰეპატიტისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

სინოვაკის ვაქცინა საქართველოში

საქართველოში სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა. იმუნიზაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

წყარო:

The New York Times

Medical News Today

World Health Organization

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.