covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

რეგისტრაციის ინსტრუქცია რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19 ვაქცინაციისთვის ისევ გვჭირდება პრევენციის ზომების მიღება? კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 რა გზას გადიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები როგორ მუშაობს ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკები ვაქცინაციაზე რას ნიშნავს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია იან ვორისეკი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი მამა გიორგი ჩაჩავა ვაქცინაციის დღეს პააატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე
ირმა ხეცურიანი ვაქცინაციის დღეს სასულიერო პირები ვაქცინაციაზე საუბრობენ


რეგისტრაციის ინსტრუქცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522.

Հայերեն վիդեո հրահանգի համար հետևեք հղմանը

Պատվաստումների գրանցումը կարող է կատարվել booking.moh.gov.ge կայքում կամ 1522 թեժ գծով

Azərbaycanca video üçün linkə keçin

Peyvənd üçün qeyd booking.moh.gov.ge veb saytında və ya 1522 qaynar xəttində edilə bilər.

რა გზას გადიხართ COVID-19 ვაქცინაციისთვის

გაიგეთ ვიდეოში რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაციისათვის.

ვაქცინაცია გვაახლოებს

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია? იმიტომ, რომ არავინ არ ვართ დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცულები! ვაქცინაცია გვაახლოეებს ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID-19-ის პანდემია.

საჭიროა თუ არა პრევენციის ზომების დაცვა ვაქცინაციის შემდეგ

ძალზედ მაცდურია პირბადეების, დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლება, მაგრამ ახლა უფრო გონივრული იქნება შევინარჩუნოთ ის ძალიან მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მანამ სანამ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები აიცრებიან.

ბიძინა კულუმბეგოვი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებზე საუბრობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი – საუბრობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებზე და ასევე იშვიათ, მაგრამ საყურადღებო ალერგიული რეაქციებზე.

რა გზას გადიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შექმნიდან ავტორიზაციამდე

ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვაქცინა გამოცდის სხვადასხვა ფაზას გადის. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა ასეთ მოკლე დროში უპრეცედენტო მასშტაბის სამეცნიერო სამუშაოების და ურთიერთანამშომლობის შედეგია. ვიდეოში გაიგებ რა გზას გადის ვაქცინა, სანამ ის შენამდე მოვა.

ჯანდაცვის მუშაკები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის მუშაკებისთვის 2020 წელი გამოწვევებით იყო სავსე. ყველა ერთად მოუთმენლად ველოდით ვაქცინებს. ვირუსთან ბრძოლისთვის მათ ახლა ნამდვილი იარაღი აქვთ. ნახე ვიდეოში ჯანდაცვის მუშაკების შთაბეჭდილებები პირველი ვაქცინის ჩამოსვლის დღეებში.

რას ნიშნავს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია

COVID-19-თვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა შეფასების სისტემა – ”სარგებელი აჭარბებს რისკს”. უყურე ვიდეოს და გაიგე რას ნიშნავს საგანაგებო ვითარებაში გამოყენებისთვის დაშვების პროცედურა.

იან ვორისეკი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ვაქცინაციის დღეს

“მე ორი მიზეზის გამო ავიცერი. პირველი მიზეზია, რომ არ მინდა COVID-19-ი შემეყაროს, რადგან როგორც ექიმმა, ვიცი რამდენად რთული შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადატანა…” – იან ვორისეკი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა იმუნიზაციის მნიშვნელობა. მაქსიმალურად გამოვიყენოთ სარგებელი, რომელიც ვაქცინაციას მოაქვს.

მამა გიორგი ჩაჩავა ვაქცინაციის დღეს

6 მაისს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით აიცრა მამა გიორგი ჩაჩავა. არავინ არ ვართ დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცულები!

პააატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე ვაქცინაციის დღეს

პაატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე ვაქცინაციის დღეს – “საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და თუ არ ავიცრებით სულ გავნადგურდებით. ამიტომ ავიცერი დედა.”

ირმა ხეცურიანი ვაქცინაციის დღეს

‘ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი გამარჯვება მოვიპოვე. დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს და ამ გამარჯვებას ყველა ერთად მოვიპოვებთ.” – მოფარიკავე ირმა ხეცურიანი. ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის 15 გზის გამარჯვებულია. COVID-19-ის ვირუსთან ბრძოლაში გასამარჯვებლად საუკეთესო იარაღი ვაქცინაციაა და ამ ბრძოლაში ჩართვა ყველა ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა.

სასულიერო პირები ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.