covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 183 335

სრულად აცრილი 💉💉

1 001 801

ვის შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება და როდის?

რა არის ბუსტერ დოზა?

COVID19-ის ბუს­ტერ ვაქ­ცი­ნა არის ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დოზა, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი კომ­პლექ­სის დას­რუ­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გასვლის შემდეგ, რათა გა­აძ­ლი­ე­როს იმუ­ნუ­რი დაც­ვა. რო­გორც წესი, ბუს­ტე­რი კეთ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც იმუ­ნი­ტე­ტი პირ­ვე­ლა­დი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ ბუ­ნებ­რი­ვად ქვე­ით­დე­ბა. ბუს­ტე­რის მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ყოს იმუ­ნი­ტე­ტის უფრო ხან­გრძლი­ვი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ვის შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება და როდის? 

საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge. 

  • 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ პფაიზერით ან ასტრაზენეკათი – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 6 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
  • 18-60 წლის ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთოთ ბუსტერ დოზა. ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 6 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც სინოფარმით ან სინოვაკით აიცრნენ – შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთონ ბუსტერ დოზა ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ. ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია: პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი

❧  მათ ვინც აცრილია სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია აარჩიოს სინოვაკის, სინოფარმის ან პფაიზერის ვაქცინა.

❧  მათ ვინც აცრილია ასტრაზენეკათი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით.

❧  მათ ვინც აცრილია პფაიზერით, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებს პფაიზერით.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.