covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

საკომუნიკაციო შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან აჭარის რეგიონში

ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და ექიმები საქართველოს მასშტაბით მომზადებულები იყვნენ პანდემიის დასამარცხებლად.

ამისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომუნიკაციის გუნდმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით დაგეგმა შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონში. 

სამედიცინო ცენტრებისგან მოშორებულ სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება გამსვლელი ბრიგადების საშუალებით. გამსვლელი ბრიგადების მორიგი ღონისძიება ჩატარდა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების – რიყეთისა და დიოკნისის საექიმო ამბულატორიებში.

ამ დრომდე აჭარის ზრდასრული მოსახლეობის 40.5% სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად აცრილია 28%. შეხვედრებზე ჩვენი აჭარელი მასპინძლების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება გადამდებია და გვჯერა, რომ ეს რიცხვები ძალიან მალე გაიზრდება. 

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.