covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

საქართველო 194 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების მიმართულებით გატარებული პოლიტიკისთვის

194 ქვეყანას შორის არაგადამდები დაავადებების პოლიტიკის დანერგვის თვალსაზრისით 2020 წლის მონაცემებით საქართველო წამყვან ქვეყნებს შორისაა (სურათი 1), ხოლო 2015 და 2020 წლების განმავლობაში მიღწეული ცვლილებების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა (სურათი 2).

არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები მთავარი გამოწვევაა მთელ მსოფლიოში. სამედიცინო გაზეთ ლანცეტში გამოქვეყნებულ კვლევაში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პოლიტიკის დანერგვის ტენდენციების ანალიზი სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან კვლევაში საუბარია თუ როგორ ზემოქმედებს ეროვნული და გეოპოლიტიკური მახასიათებლები არაგადამდები დაავადებების აღმოფხვრისთვის გატარებულ პროცესებზე. 

დაბალი შემოსავლის მქონე და ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკის დანერგვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვლევის მიხედვით ყველაზე ნელია წინსვლა ალკოჰოლის, თამბაქოს და არაჯანსაღი საკვების პოლიტიკის დანერგვის პროცესში. 

წლების განმავლობაში პოლიტიკის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობდა და ეს ნიშნულიც იზრდებოდა, 2015 წელს – 39%, 2017 წელს – 45.9% და 2020 წელს – 47%. ზემოთ მოცემული მაჩვენებლები მოიცავს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ დანერგილ პროცესებს. 

არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდირებული 19 სტრატეგიული პროცესიდან, მსოფლიოს ქვეყნებში, 2020 წლისთვის 1/3 სრულად დაინერგა (32.8%). 

კვლევა ჩატარებულია შემდეგი ინსტიტუციების მიერ The National Institutes for Health Research, the Swedish Research Council, the Fulbright Commission, and the Swedish Society of Medicine 

წყარო: ლანცეტი გლობალური ჯანმრთელობა. ნოემბერი. 2021

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

სურათი 1
სურათი 2
დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.