covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

სად შემიძლია ავიღო კოვიდ პასპორტი?

რა არის კოვიდ პასპორტი?

კოვიდ პასპორტი არის წიგნაკი, სადაც აღწერილია ინფორმაცია COVID-19-ით მოქალაქის დაავადების, გაკეთებული PCR ტესტებისა და მოქალაქის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. 

სად შემიძლია ავიღო კოვიდ პასპორტი?

კოვიდ პასპორტის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სერვის ცენტრებში. კოვიდ პასპორტი უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ ვიზიტის დაჯავშნის გარეშე. 

დამჭირდება კოვიდ პასპორტი მოგზაურობის დროს? 

მოგზაურობის მსურველებმა კოვიდ პასპორტი უნდა წარადგინონ საზღვრის გადაკვეთისას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმებაც, თუ ამას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს geoconsul.gov.ge

ერთი აცრის შემთხვევაში მივიღებ პასპორტს?

საქართველოში ადმინისტრირებული ვაქცინები არის ორდოზიანი. აქედან გამომდინარე, ერთი დოზის შემდეგ მიღებული კოვიდ პასპორტი არ იქნება სრულყოფილი და არ იქნება ვალიდური მოგზაურობის დროს. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ არ მომცეს აცრის ბარათი. სად შემიძლია ავიღო აცრის ბარათი QR კოდით?

თუ კი აცრის ბარათი ვერ აიღეთ ან დაკარგეთ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ბოლო აცრა ჩაიტარეთ. ვაქცინაციის QR კოდის მოძიება ასევე შეგიძლიათ ვებ გვერდზე covidpass.moh.gov.ge

თუ კი ერთი აცრა გაიკეთეთ საზღვარგარეთ და მეორე საქართველოში, ამ შემთხვევაში

აცრის ბარათი შეგიძლიათ აიღოთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ბოლოს აიცერით. კოვიდ პასპორტის აღებას კი შეძლებთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

სამომავლოდ იგეგმება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მონაცემების საერთაშორისო ბაზასთან დაკავშირება, რაც გაადვილებს ლოჯისტიკურ პროცესებს მოგზაურობის მსურველებისთვის.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.