covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

რეკომენდაციები სისხლის დონორობასთან დაკავშირებით COVID-19-ის პანდემიის დროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამ, გლობალურად, სისხლის მარაგების 20%-30%-ით შემცირება გამოიწვია. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, შეზღუდული მობილობისა და სხვა პრობლემების მიუხედავად სისხლის უანგარო დონორები განაგრძობდნენ სისხლის დონაციას იმ პაციენტებისათვის, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, ჯანმრთელმა ადამიანებმა განაგრძონ სისხლის ჩაბარება ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მარაგის შესაქმნელად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ უანგარო დონორს და მოუწოდებს საზოგადოებას სოლიდარობისკენ, გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები, რაც ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და სიცოხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

სისხლის დონორობა შესაძლებელია ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ

თუ დონორი აკმაყოფილებს დონორობის კრიტერიუმს და ჩატარებული აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დონორობა შეუძლია ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!

სისხლის დონორობა შესაძლებელია COVID-19-ით გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ!

პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 და აქვთ დაავადების სიმპტომური ფორმა, დონორობა შეუძლიათ გამოჯანმრთელებიდან (სიმპტომების ალაგებიდან ბოლო 3 უსიმპტომო დღე) 14 დღის შემდეგ!

პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები, დონორობა შუძლიათ COVID-19-ზე დადებითი ტესტირების დღიდან 14 დღის შემდეგ.

სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ წარმოადგენს დონორობის უკუჩვენებას!

გადადი ბმულზე და გახდი დონორი დღეს! www.donori.ncdc.ge

რეკომენდაციები სისხლის დონაციასთან დაკავშირებით COVID-19-ის პანდემიის დროს

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.