covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 183 335

სრულად აცრილი 💉💉

1 001 801

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში უკვე დაწყებულია. სახელმწიფომ  SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა. ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ. ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში ეტაპობრივად გადანაწილდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ: 

  • ორსულებს, 
  • დიალიზზე მყოფ პირებს, 
  • დიაბეტის მქონე ადამიანებს, 
  • მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს, 
  • საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს, 
  • C ჰეპატიტის მქონე ადამიანებს, 
  • აივ ინფექციის მქონე პირებს, 
  • 60 წლის ზემოთ ხანდაზმულებს, 
  • პედაგოგებს, 
  • ორგანოგადანერგილებს,
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანამშრომლებს,
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს, 
  • ჯანდაცვის პერსონალს, 
  • ვეტერინარებს და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.

ქვეყანაში  პარალელურად მიმდინარეობს მოსახლეობის COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაციაც. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით,  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის  ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა. 

როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ. 

შესაბამისად, მოწოდება კვლავ იგივე რჩება – ვიცრებით ერთმანეთისთვის და ამით ვუფრთხილდებით თითოეული ჩვენგანისა და სამშობლოს უსაფრთხოებას. 

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.