covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 183 335

სრულად აცრილი 💉💉

1 001 801

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში. ანგარიშის მე-7 გადახედვა

სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი არავაქცინირებულებთან შედარებით 9.44-ჯერ ნაკლებია. უწყების ანგარიშის მე-7 გადახედვაში დაინტერესებულ პირებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტურობა

1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად  ვაქცინირებულია  814 771  პირი. COVID-19 კი  მხოლოდ 11 403 ადამიანს დაუფიქსირდა.  მოცემულ  პერიოდში 18 წლის და უფროსი პირების  პოპულაციაში  ლაბორატორიულად დადასტურებული 279 987 კოვიდ შემთხვევა გამოვლინდა.  სწორედ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ  სრულად ვაქცინაცინირებული პირების ინფიცირების შანსი არავაქცინირებულებთან შედარებით 9.44-ჯერ ნაკლებია. 

ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტურობა

სრულად ვაქცინირებული პირები ჰოსპიტალიზაციისაგან  93.35%-ით დაცულები არიან.  ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით კი დაცულობა შემდეგი პროცენტულობით ნაწილდება:

60 წელს უფროს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისაგან 92.29%-ით იცავს, ხოლო  18-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 94.64%-ით.  

ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან დაცვის ეფექტურობა

კვლევის შედეგად, ცნობილი ხდება, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა სრულად ვაქცინირებულ 72 პირს დასჭირდა (მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წლამდე ასაკის). 

ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.81%-ია . პროცენტულობა ასაკობრივ კატეგორიაში შემდგენაირად ნაწილდება:

60 წლის და უფრო ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.74%-ით ნაკლებია  არავაქცინირებულებთან შედარებით.

18-59  წლის  ასაკობრივ  ჯგუფში  კი  ეს  მაჩვენებელი  –  99.2%-ის  ტოლია .

სიკვდილიანობისგან დაცვის ეფექტურობა

2021  წლის  15  მარტი – 30  სექტემბრის პერიოდში,  ვაქცინაციის  დაწყებიდან  მოყოლებული,  18  წლის და უფროს  პოპულაციაში COVID-19-ით გამოწვეული 5  469 გარდაცვალება დაფიქსირდა. შემთხვევების  98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) – ვაქცინირებული.

18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%. 60 წლის და უფროს ასაკობრივ  ჯგუფში  სრულად ვაქცინაცია სიკვდილისგან   97.24%-ით  იცავს. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მე-7 გადახედვა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.  ანალიზი 2020  წლის 23 იანვრიდან 2021წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს მოიცავს. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება  ცენტრის  კომპეტენციის  ფარგლებში  მოპოვებული  მონაცემების ანალიზს  და  წარმოადგენს უწყების ანგარიშების სერიის მოკლე ვერსიას.  

იხილეთ ანგარიში სრულად COVID-19 საქართველოში. ანგარიში. მე-7 გადახედვა 

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.