covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 183 335

სრულად აცრილი 💉💉

1 001 801

1 დეკემბრიდან საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ტურისტები მწვანე პასპორტით სარგებლობას შეძლებენ

“მწვანე პასპორტის” გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რაც გულისხმობს:

  • ვაქცინაციის სტატუსს
  •  PCR ტესტების ჩატარების ისტორიას
  •  ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას
  • SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას

”მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.
  1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება.
  2. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
  3. მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
  4. 18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
  5. მწვანე პასპორტის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაციის Georgia e-health -ის გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ლინკებიდან

iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048 

Android https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth  

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.