covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

1 932 643

სრულად აცრილი 💉💉

914 311

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ინფექციის გავრცელებას ამცირებენ

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ძირითადი მიზანია თავიდან აგვაცილოს ვირუსით გამოწვეული ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი და როგორც მალევე დადასტურდა, ვაქცინები ძალიან ეფექტურად ახორციელებენ აღნიშნულ ფუნქციას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და საქართველოში გამოყენებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები – Pfizer/BioNTech, Oxford/AstraZeneca და Sinopharm თითქმის 100%-ით იცავენ ადამიანს COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან. რაც შეეხება დაავადების სიმპტომური ფორმის გამოვლინების პრევენციას, სხვადასხვა ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი კლინიკური კვლევებისა და ვაქცინაციის დანერგვის მონაცემების მიხედვით 50% -დან (მაგ: სინოვაკი) 95% -მდე (მაგ: პფაიზერ-ბიონტექი) მერყეობს.

ამასთან, დღეისათვის არსებული საუკეთესო ვაქცინებიც კი არ არის სრულყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ვაქცინირებულ ადამიანს მაინც ემართება COVID-19. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად ავსტრალიაში (COVID-19-ის ზედამხედველობის ყოველ კვირეული ანგარიში, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია ), სადაც 10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით კარანტინში გადაყვალილი იქნა ექვსი COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანი, რომლებიც სრულად იყვნენ აცრილი.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას

მსოფლიოს მასშტაბით მატულობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინები არამარტო გვიცავს დაინფიცირებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან, ისინი ასევე ასევე მნიშვნელოვნად ამცირებენ ვირუსის გავრცელებას.

ცხოველებზე ტესტირების ადრეული კვლევების მტკიცებულებებზე დაყრდნობით (სადაც მკვლევარებს შეეძლოთ უშუალოდ შეესწავლათ ვირუსის გადაცემა ცხოველებში) ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით იმუნიზაციას შეუძლია ხელი შეუშალოს ცხოველების მიერ ვირუსის გადაცემას, მაგრამ ცხოველები არ არიან ადამიანები და სამეცნიერო საზოგადოება ელოდა ადამიანებზე უფრო დამაჯერებელ კვლევებს.

აპრილში, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ გამოაქვეყნა COVID-19-ის გადაცემის ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 365,000-ზე მეტმა ოჯახმა, ვაქცინირებული და არავაქცინირებული ოჯახის წევრებით.

აღმოჩნდა, რომ პფაიზერისა ან ასტრაზენეკას ვაქცინებით იმუნიზაციამ ვირუსის გავრცელება 40-60%-ით შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე დაინფიცირდა ვაქცინაციის შემდეგ, ის დაახლოებით ორჯერ ნაკლებად გაავრცელებს ვირუსს, იმ ინფიცირებულთან შედარებით ვინც არ აიცრა.

ისრაელი მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოცვის ლიდერი ქვეყანაა. კვლევები, რომლებიც ისრაელში ჩატარდა გვაძლევს გარკვეულ მინიშნებას იმის შესახებ თუ რა გახდა კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზეზი.

მკვლევარებმა გამოავლინეს მანამდე ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების 5000 შემთხვევა და შეისწავლეს ცხვირის ნაცხში ვირუსის არსებობა. არავაქცინირებულ ადამიანებთან შედარებით, ვაქცინირებულებში გამოვლენილი ვირუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო. ცხვირის ნაცხში ვირუსის მეტი შემცველობა მიუთითებს დაავადების მეტ გადამდებლობაზე და ზრდის გავრცელების რისკებს.

აღნიშნული კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გადაცემას ინფიცირებული ადამიანების რაოდენობისა და ვაქცინაციის შემდგომ დაინფიცირებული პირების ცხვირში ვირუსის შემცველობის შემცირებით.

ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას

რატომ არის მნიშვნელოვანი კორონავირუსის გავრცელების შემცირება

თუ COVID-19 ვაქცინები ამცირებს ვირუსის გავრცელებას, მაშინ თითოეული ადამიანი, ვინც აცრილია, იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მათ გარშემო მყოფ ადამიანებსაც. ვირუსის გავრცელების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც შეიძლება ვაქცინაციაზე საკმარის იმუნურ პასუხს ვერ გამოიმუშავებენ ან არ შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, ასეთები შეიძლება იყვნენ ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები და იმუნოკომპრომენტირებული ადამიანები. ეს ყოველივე თავისთავად მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზრდას და სოციალური შეზღუდვების სწრაფად შემსუბუქების შესაძლებლობას.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რაში მდგომარეობს ვაქცინის შეზღუდვები

კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება ემყარება ვირუსის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის განვითარებას, მაგრამ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტიც კი, დროთა განმავლობაში ქრება. მეცნიერები აქტიურად ადევნებენ თვალყურს იმ ადამიანებს, რომელთაც ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტი, ასევე გახდება თუ არა საჭირო და როდის გახდება საჭირო ვაქცინის დამატებითი ე.წ. ”ბუსტერ” დოზები.

შეშფოთებას იწვევას კორონავირუსის ახალი ვარიანტების (შტამების) წარმოქმნა. ეს არის SARS-CoV-2 ვირუსის სახეცვლილი შტამები, რომელთა გაკონტროლება რთულდება იმუნიზაციის გზით. ასეთი ვარიანტები ორ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს: ისინი შეიძლება ‘დაუსხლტნენ’ ვაქცინაციის შედეგად მიღებულ იმუნიტეტს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე უფრო გადამდები არიან არსებულ შტამებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში, კარგი ამბავია ის, რომ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მოცვის ქვეყნები კარგად აკონტროლებენ ინფექციას. მაგალითად, ისრაელმა მასობრივი ვაქცინაციის კამპანია მესამე ტალღის დროს დაიწყო და მალევე იხილა ახალი შემთხვევების შემცირება.

უფრო მეტიც, კომპანიები, როგორიცაა მაგალითად Moderna, მუშაობენ განახლებულ ვაქცინებზე, რომლებიც საგანგებოდ მიმართულია ამ ვარიანტების საწინააღმდეგოდ და აქვთ დადებითი საწყისი შედეგები

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რაში მდგომარეობს ვაქცინის შეზღუდვები?

ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვითოთ პრევენციული ზომების მიღება

ამჟამად, გლობალური პანდემიის კუთხით რთული სიტუაციაა. მრავალი ქვეყანა სწრაფად ახდენს ხელმისაწვდომი ვაქცინების დანერგვას და კვლავაც აგრძელებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებისა და სოციალური დისტანცირების ზომების დაწესებას. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ინფექციების ახალი შემთხვევების რიცხვი მთელ მსოფლიოში მატულობს და ფიქსირდება ვირუსის ახალი შტამების შემაშფოთებელი გავრცელება.

ადამიანებს ვაქცინაციის შედეგად, უჩნდებათ ცდუნება შეწყვიტონ ან შეამცირონ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ქცევა, როგორიცაა ნიღბის ტარება ან ფიზიკური დისტანცირება.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფექციის გადაცემის შემცირება არ ნიშნავს, რომ ინფექცია სრულად აღმოიფხვრა

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირები, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლებად ავრცელებენ ვირუსს, მაინც მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში გააგრძელონ პრევენციული ქცევა, რათა დაიცვან ისინი, ვისაც არ ჩაუტარებია, ვერ უტარდებათ ამჟამად ან მომავალშიც ვერ შეძლებენ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.