covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

რა გავლენა აქვთ COVID-19 ვაქცინებს ორსულობაზე, ფერტილობასა და მენსტრუალურ ციკლზე

ამ სტატიაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი ხსნის რა გავლენა აქვთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ფერტილობაზე, ორსულებსა და მენსტრუალურ ციკლზე. ექიმი სომია სვამინათანი პედიატრი და კლინიკური მეცნიერია და ამ თემებთან დაკავშირებულ ზოგიერთ გავრცელებულ მითს მეცნიერული განმარტებებით აქარწყლებს. 

შეუძლიათ თუ არა მეძუძურ ქალებს ვაქცინაცია?

დიახ. ქალებს, რომლებმაც ახლახანს იმშობიარეს და ძუძუთი კვებაზე ჰყავთ ბავშვი, შეუძლიათ ვაქცინაცია, როგორც კი ვაქცინა მათთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ამ დროს არ არსებობს რაიმე რისკი, ვინაიდან ახლანდელი ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. შესაბამისად, ვირუსის რძით გადაცემის საფრთხეც არ არსებობს.

ვაქცინაციის შედეგად მიღებული ანტისხეულები დედიდან ჩვილსაც შეიძლება გადაეცეს და ბავშვიც გარკვეულწილად დაიცვას. თუმცა, ეს საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

შესაბამისად, ლაქტაციის დროსაც ნამდვილად შესაძლებელია ვაქცინაცია.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

შეუძლიათ თუ არა ვაქცინაცია ორსულ ქალებს და მათ ვინც აპირებს დაორსულებას?

ორსულობა განსაკუთრებული  მდგომარეობაა. ამ დროს დედის და ნაყოფის ჯანმრთელობა მთავარი საზრუნავია. ორსულობის დროს დანიშნული მედიკამენტის ან ვაქცინის უსაფრთხოებასა და სავარაუდო გვერდით მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

ცნობილია რომ ორსული ქალები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასევე საგულისხმოა, რომ დაინფიცირებას შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის რისკიც თან ახლდეს. 

COVID-19-ის საწანააღმდეგო არსებული ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რაიმე რისკი, რომ ორსული ქალი შეიძლება დაინფიცირდეს ვაქცინაციით. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია ორსულ ქალებს მივაწოდოთ ინფორმაცია სარგებლისა და რისკების შესახებ და ვაქცინაცია მათი სურვილის შემთხვევაში შევთავაზოთ. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ ადგილებში, სადაც ორსულებს ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ხოლო ვაქცინა უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ.

ორსულისთვის ვაქცინაცია მეტ სარგებელს შეიძლება წარმოადგენდეს იმ შემთხვევაშიც თუ ის არის ექიმი ან სხვა ისეთი პროცესიის წარმომადგენელი, რომელსაც უწევს დაინფიცირების მაღალი რისკის არეალში ყოფნა. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

შეიძლება თუ არა ვაქცინაცია მენსტრუალური ციკლის დროს?

მეცნიერულად მენსტრუალური ციკლის დროს ვაქცინაციის ჩატარებას ხელს არაფერი უშლის. გასათვალისწინებელი ფაქტია მხოლოდ ის, რომ ასეთ დროს ქალს შესაძლოა ჰქონდეს დაღლილობის შეგრძნება ქონდეს. 

თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი დაემთხვა ვაქცინაციის დღეს, არ არის საჭირო გადადოთ აცრა. მენსტრუალური ციკლი არ არის ვაქცინაციისთვის ხელშემშლელი ფაქტორი.

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას შვილოსნობის ფუნქციაზე? 

ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი არსებობს, თუმცა, მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის ფუნქციას შორის, არც ქალების და არც მამაკაცების შემთხვევაში. 

ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში იმუნური სტიმულაცია ხდება იმ კონკრეტული სპაიკ ცილის ან ანტიგენის (უცხო სხეული) წინააღმდეგ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება.

შეგიძლიათ მშვიდად იყოთ! COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შვილოსნობის ფუნქციაზე ზეგავლენას არ ახდენენ. 

⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀

წყარო:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.