covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

 2 676 520

სრულად აცრილი 💉💉

 1 212 744

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები მსოფლიოში, 23.01.2022

ჯამში გაკეთებულია 9 919 561 311 დოზა SARS-CoV-2 ვაქცინა. ვაქცინაცია მიმდინარეობს 233 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზე. ბოლო მონაცემია საშუალოდ დღიური 36.3 მლნ დოზა აცრა. მსოფლიოში 75% მოსახლეობის მინიმუმ ერთი დოზით აცრას ამ ტემპით სჭირდება დამატებითი 4 თვე მიზანის მისაღწევად.

ამ დროისთვის მსოფლიოს მინიმუმ 42 ქვეყანას ჰყავს სრულად აცრილი საკუთარი მოსახლეობის 75% და მეტი. მსოფლიოს ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი 27 ქვეყანა ახორციელებს ვაქცინაციის 12.7%-ს, თუმცა ჰყავთ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10.3% და საპირისპიროდ – 77 დაბალ-შემოსავლიან ქვეყანას ჰყავს მოსახლეობის 45.4% და ახორციელებს აცრების მხოლოდ 28.4%-ს. გლობალურად, მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებულია მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის 27%-ის ხარჯზე, საიდანაც 22% ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებელია.

იმ ქვეყნებში, რომელსაც მოსახლეობა მინიმუმ 1 მილიონი ჰყავს, ბოლო 7-დღიანი საშუალო მაჩვენებლით ყველაზე სწრაფად ცრის კუბა, დღიური ადმინისტრირებული დოზით 1 500  / 100 000 მოსახლეზე[1].

არსებული მონაცემებით აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული დოზებით ლიდერობს ჩინეთი (2 964 370 000), მეორე ადგილზეა ინდოეთი (1 660 866 168), მესამეზეა ევროკავშირი (805 167 025), მეოთხეზეა აშშ (533 915 132), მეხუთეზეა ბრაზილია (352 744 617), მეექვსე ინდონეზია (305 212 127), მეშვიდეა იაპონია (202 865 566), მერვე პაკისტანი (170 711 868), მეცხრე ვიეტნამი (165 524 173) და მეათე გერმანია (161 709 631).

სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის მიხედვით, ლიდერობს გიბრალტარი (118.9%), მეორე ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროები (99.6%), მესამეზეა მალდივები (98.9%), მეოთხე მალტა (92.5%), მეხუთე სინგაპური (91.9%), მეექვსე ბრუნეი (91.1%), მეშვიდე პორტუგალია (90.3%), მერვე ჩილე (87.7%), მეცხრე კამბოჯა (87.5%), მეათე ჩინეთი (86.6%).

მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით (ადმინისტრირებული დოზა 100 000 მოსახლეზე) ლიდერობენ კუბა (295.1 დოზა), ჩილე (241.5), გაერთიანებული არაბეთის ემირატები (235.1 დოზა), მალტა (231.3), დანია (222.1), სინგაპური (218.9), სამხრეთ კორეა (216.5), ბრუნეი (216.3 დოზა), ჩინეთი (211.4) და ურუგვაი (209.8).

ბუსტერ-დოზა ყველაზე დიდი რაოდენობით ადმინისტრირებულია გიბრალტარში (83.1%), ჩილე (63.4%), ბაჰრეინი (62.6%), მალტა (62.2%), ისლანდია (61.9%), დანია (59.3%), გაერთიანებული სამეფო (54.9%), ისრაელი (54.4%), ბელგია (53.6%) და ირლანდია (53%).

ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში (EU/EEA) ჯამში ამ დროისთვის გაკეთებულია 1 031 891 830 დოზა ვაქცინა, მოცვა პირველი დოზით 73.9%-ია, საიდანაც სრულად აცრილია 69.7% (ექსკლუზიურად 18 წლის ზევით მოსახლეობის გათვალისწინებით, შესაბამისად მხოლოდ I და სრულად აცრილია 84.7% და 81.1%). ბუსტერ-დოზა ჯამში ადმინისტრირებულია 41.4%-ში.

კავკასიის რეგიონში აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზერბაიჯანში, აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული 11 791 254 დოზით, სრულად აცრილი მოსახლეობის 47% და 18.4%-ში მოხმარებული ბუსტერ-დოზით. სომხეთში ადმინისტრირებულია 1 761 529 დოზა, სრულად აცრილია მოსახლეობის 26.5%.

მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თურქეთში, სადაც ადმინისტრირებულია 140 665 664 დოზა, სრულად აცრილია მოსახლეობის 62.5% და მოხმარებულია 37.2%-ში ბუსტერ-დოზა.

G7 ქვეყნებს ამ დროისათვის ადმინისტრირებული აქვთ საშუალოდ 176.3 დოზა 100 000 მოსახლეზე, მოცვა პირველი დოზით 77.5%, საიდანაც სრულად აცრილია 70.2%. ბუსტერ-დოზა მოხმარებულია მოსახლეობის 30.8 ყოველ 100 მოსახლეზე.


[1] ვაქცინაციის დაწყებიდან, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიკარაგუაში 4 755 დოზით / 100 000 მოსახლეზე

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.