covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები მსოფლიოში, 06.03.2022

ჯამში გაკეთებულია 10 885 785 936 დოზა SARS-CoV-2 ვაქცინა. ვაქცინაცია მიმდინარეობს 233 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზე. ბოლო მონაცემია საშუალოდ დღიური 41.5 მლნ დოზა აცრა. მსოფლიოში 75% მოსახლეობის მინიმუმ ერთი დოზით აცრას ამ ტემპით სჭირდება დამატებითი 2 თვე მიზანის მისაღწევად.

ამ დროისთვის მსოფლიოს 77 ქვეყანას ჰყავს მინიმუმ ერთი დოზით აცრილი საკუთარი მოსახლეობის 75% და მეტი. მსოფლიოს ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი 27 ქვეყანა ახორციელებს ვაქცინაციის 12.4%-ს, თუმცა ჰყავთ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 9.3% და საპირისპიროდ – 77 დაბალ-შემოსავლიან ქვეყანას ჰყავს მოსახლეობის 45% და ახორციელებს აცრების მხოლოდ 29.4%-ს. გლობალურად, მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებულია მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის 26%-ის ხარჯზე, საიდანაც 22% ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებელია.

იმ ქვეყნებში, რომელსაც მოსახლეობა მინიმუმ 1 მილიონი ჰყავს, ბოლო 7-დღიანი საშუალო მაჩვენებლით ყველაზე სწრაფად ცრის ბანგლადეში, დღიური ადმინისტრირებული დოზით 1 546  / 100 000 მოსახლეზე[1].

არსებული მონაცემებით აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული დოზებით ლიდერობს ჩინეთი (3 156 899 000), მეორე ადგილზეა ინდოეთი (1 788 068 273), მესამეზეა ევროკავშირი (870 208 683), მეოთხეზეა აშშ (554 912 765), მეხუთეზეა ბრაზილია (395 464 826), მეექვსე ინდონეზია (352 266 904), მეშვიდეა იაპონია (231 122 195), მერვე პაკისტანი (216 932 641), მეცხრე ბანგლადეში  (209 937 805) და მეათე ვიეტნამი (195 672 969).

სრულად აცრილი მოსახლეობის მოცვის მიხედვით, ლიდერობს გიბრალტარი (120.3%), მეორეზეა არაბეთის გაერთიანებული საემიროები (102.5%), მესამეზე მალდივები (98.9%), მეოთხე მალტა (92.5%), მეხუთე პორტუგალია (92.5%), მეექვსე სინგაპური (91.9%), მეშვიდე ბრუნეი (91.6%), მერვე ჩილე (89.8%), მეცხრე კამბოჯა (88.4%), მეათე ჩინეთი (87.3%).

მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით (ადმინისტრირებული დოზა 100 000 მოსახლეზე) ლიდერობენ კუბა (309.3 დოზა), ჩილე (256.6), გაერთიანებული არაბეთის ემირატები (244.7 დოზა), მალტა (241.4), სინგაპური (238.7), ბრუნეი (234.7 დოზა), სამხრეთ კორეა (230.8), იტალია (226), დანია (225.9) და ჩინეთი (225.2).

ბუსტერ-დოზა ყველაზე დიდი რაოდენობით ადმინისტრირებულია გიბრალტარში (89%), ჩილეში (74.9%), ისლანდიაში (68.6%), მალტასა (66.9%) და ბაჰრეინში (64.6%).

ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში (EU/EEA) ჯამში ამ დროისთვის გაკეთებულია 1 130 047 499 დოზა ვაქცინა, მოცვა პირველი დოზით 75.1%-ია, საიდანაც სრულად აცრილია 71.9% (ექსკლუზიურად 18 წლის ზევით მოსახლეობის გათვალისწინებით, შესაბამისად მხოლოდ I და სრულად აცრილია 85.6% და 82.9%). ბუსტერ-დოზა ჯამში ადმინისტრირებულია 51.5%-ში (მხოლოდ 18 წლის ზევით მოსახლეობის 62.2%).  

კავკასიის რეგიონში აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზერბაიჯანში, აბსოლუტურ ციფრებში ადმინისტრირებული 12 720 225 დოზით, სრულად აცრილი მოსახლეობის 47.4% და 25.6%-ში მოხმარებული ბუსტერ-დოზით. სომხეთში ადმინისტრირებულია 2 031 732, სრულად აცრილია მოსახლეობის 31.1% და ბუსტერ დოზა გაკეთებული 0.8%-ში.

მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თურქეთში, სადაც ადმინისტრირებულია 145 972 393 დოზა, სრულად აცრილია მოსახლეობის 63.2% და ბუსტერი მოხმარებულია 42.3%-ში.

G7 ქვეყნებს ამ დროისათვის ადმინისტრირებული აქვთ საშუალოდ 187.2 დოზა 100 000 მოსახლეზე, მოცვა პირველი დოზით 78.4%, საიდანაც სრულად აცრილია 72%. ბუსტერ-დოზა მოხმარებულია მოსახლეობის 39 ყოველ 100 მოსახლეზე.


[1] ვაქცინაციის დაწყებიდან, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიკარაგუაში 4 755 დოზით / 100 000 მოსახლეზე




დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.