12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრა პფაიზერის ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი – გადაწყვეტილება დღეს იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს. ვაქცინაციისთვის საჭირო იქნება მშობლის თანხმობა.
იმუნიზაციის საბჭოს წევრების განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერი პირისთვის დასაშვები ხდება.
• მოქალაქე, რომელიც აცრილია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის სინოფარმის, სინოვაკის ან პფაიზერის ვაქცინის არჩევა შეუძლია. ასტრაზენეკათი ვაქცინირებულ პირებს კი, 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება ფაიზერის ვაქცინით შეუძლიათ.
• სინოფარმითა და სინოვაკით აცრილი 60 წლის და უფროსი ადამიანების ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალშია დასაშვები.
• პფაიზერით ვაქცინირებული პირებისთვის კი, 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება პფაიზერის ვაქცინით არის რეკომენდებული.
ბუსტერ დოზის გაკეთება 10 ნომებრიდან არის შესაძლებელი.