covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

რამდენ ხანს გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი?

How long does COVID-19 immunity last?

BMJ 2021; 373 doi: https://doi.org/10.1136/bmj.n1605 (Published 30 June 2021)Cite this as: BMJ 2021;373:n1605 Link: https://www.bmj.com/content/373/bmj.n1605

რამდენ ხანს გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი?

ამის თქმა რთულია. როდესაც იმუნური სისტემა რეაგირებს ინფექციაზე, ყოველთვის არ არის ნათელი, რამდენ ხანს შენარჩუნდება გამომუშავებული იმუნიტეტი. COVID-19 ახალი დაავადებაა და მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ როგორ იშორებს თავიდან  ორგანიზმი ვირუსს.

არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იმუნიტეტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან  ორ წლამდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ვიცით სხვა ვირუსების შესახებ და რასაც აქამდე ვაკვირდებით ანტისხეულების მხრივ COVID-19-ით ინფიცირებულებსა და აცრილ ადამიანებში. 

მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი დროის დასახელება რთულია, ვინაიდან COVID-19-ის იმუნოლოგიური კვლევების შედეგები განსხვავდება. ამის ერთ-ერთი მიზეზია  ზოგიერთი  ფაქტორი, რომლებიც მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი – ზოგიერთ კვლევაში, მაგალითად SARS-CoV-2 ვირუსის სპაიც ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა  უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო[1]. არ არსებობს მკაფიო მონაცემები იმის გასაგებად, თუ აღნიშნული რამდენად  უკავშირდება COVID-19-ის ინფექციას.

ანტისხეულების გარდა იმუნიტეტს ასევე განსაზღვრავს სხვა ფაქტორები, როგორიცაა მეხსიერების T და B უჯრედების არსებობის ხანგრძლივობა, რომელიც კონკრეტულ გამომწვევზე იმუნიტეტის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. ზოგიერთ შემთხვევებში იმუნიტეტი შეიძლება წლობით შენარჩუნდეს.[2]   დაავადების გადატანისა და ვაცქინაციის შედეგად იმუნიტეტი განსხვავებულად ინდუცირდება (გამომუშავდება), ამიტომ არ შეიძლება კვლევების შედეგების გაერთიანება და იმუნიტეტის ხანგრძლივობაზე ერთი ციფრის მიღება.

რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები?

მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები რამოდენიმე თვე ნარჩუნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში კლებულობს. ჟურნალ Immunity–ში გამოქვეყნებულ ერთერთმა გამოკვლევამ (ეყრდნობა  5 882 ადამიანის კვლევას, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19-ის ინფექცია და გამოჯანმრთელდნენ), აჩვენა, რომ  ანტისხეულები დაავადების გადატანიდან  5-7 თვის შემდეგაც ნარჩუნდება[3]. აღნიშნული ეხებოდა როგორც მსუბუქ, ისე მძიმე შემთხვევებს, თუმცა იმ პირებში, ვინც დაავადება მძიმედ გადაიტანა, უფრო მეტი ანტისხეულები გამომუშავდა.

ამ დროისთვის ავტორიზებული ყველა ვაქცინა იწვევს ძლიერ იმუნურ პასუხს და ანტისხეულების  გამომუშავებას. აპრილში, Moderna ვაქცინის შემსწავლელმა ჯგუფმა, მიმდინარე კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, აღნიშნა, რომ კლინიკური კვლევის მონაწილეებს, მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგაც ანტისხეულების მაღალი დონე ჰქონდათ.[4] სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინამ განაპირობა ანტისხეულების მაღალი ტიტრის გამომუშავება ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგაც სამი თვის განმავლობაში,  “მინიმალური დაქვეითებით”.[5]

პასტერის ინსტიტუტის მკვლევართა მოსაზრებით (პრ. ტიმოთე ბრიელი) დროთა განმავლობაში მოსალოდნელია გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობის შემცირება იმის გათვალისწინებით,  რაც ცნობილია  სხვა ინფექციებზე იმუნური რეაქციის შესახებ. აპრილში ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოაქვეყნდა ნაშრომი, სადაც გამოკვლეულია ანტისხეულების დონე და ფუნქციები იმ ადამიანებში, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომატური ან ასიმპტომური COVID -19.[6] კვლევის თანახმად მონაწილეთა ორივე ჯგუფს გააჩნდა მრავალფუნქციური ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსის განეიტრალება ან დაინფიცირებული უჯრედების განადგურება.

მკვლევართა აზრით ამ მრავალფუნქციურმა იმუნურმა პასუხმა შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგადად უფრო ხანგრძლივ დაცვას, მ.შ. განეიტრალების შესაძლებლობებით. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული სამოდელო კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა COVID-19-ის საწინააღმდეგო შვიდი სხვადასხვა ვაქცინით აცრის შედეგად გამომუშავებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების დროთა განმავლობაში შემცირების ტენდენცია. ავტორები ამტკიცებენ, რომ „აცრილთა მნიშვნელოვან ნაწილში, ვაქცინის დამატებითი დოზის მიცემის გარეშეც, ნარჩუნდება ანტიგენურად მსგავსი ვირუსული შტამით გამოწვეული მწვავე ინფექციისგან ხანგრძლივი დაცვა. თუმცა შესაძლებელია რომ ისინი დააავადნენ დაავადების მსუბუქი ფორმით“.

უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ როგორ ებრძვის ორგანიზმი SARS-CoV-2-ის ვირუსს და ინფექციის გადატანისას, ან ვაქცინაციის შემდეგ, რა დროის განმავლობაში  შეიძლება  მრავალფუნქციურმა ანტისხეულებმა შეასრულონ დაცვითი ფუნქცია.

რა არის ცნობილი T და B უჯრედების პასუხის შესახებ?

T და B უჯრედებს  მთავარი როლი აკისრიათ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და რაც მთავარია, გრძელვადიანი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში. ინფექციური პათოგენის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული მეხსიერების T და B უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასახვა პათოგენის მიმართ განსხვავებულია, ზოგიერთ შემთხვევაში  მეხსიერების უჯრედი ორგანიზმში წლების ან ათწლეულების განმავლობაში რჩება და პათოგენის განმეორებითი შეჭრის შემთხვევაში განაპირობებს  იმუნურ დაცვას. სწორედ ეს უჯრედები უზრუნველყოფენ გრძელვადიან იმუნიტეტს.

2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეფასდა ანტისხეულების და T და B უჯრედების პროლიფერაცია 188 COVID-19-ით დაავადებულ ადამიანში. მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების ტიტრი დაეცა, მეხსიერების T და B უჯრედები შენარჩუნდა ინფიცირებიდან რვა თვემდე.[7] 27 აპრილს MedRxiv-ზე გამოქვეყნებულმა კვლევამაც, რომელიც სხვა ჯგუფში  ჩატარდა, მსგავსი შედეგები აჩვენა. 

მონიკა განდის (ინფექციონისტი, მედიცინის დოტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტი პროფესორი სან ფრანცისკოში) განცხადებით მათ აქვთ მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს რომ T და B უჯრედებს შეუძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში  უზრუნველყონ COVID-19-ის მსგავსი დაავადებებისგან დაცვა. 2008 წელს ჟურნალ Nature-ის ცნობილი პუბლიკაციის თანახმად, 1915 წელს და უფრო ადრე დაბადებულმა 32 ადამიანმა  შეინარჩუნა 1918 წლის გრიპის შტამის საწინააღმდეგო იმუნიტეტი 90 წლის განმავლობაში,[8] “რაც მართლაც შთამბეჭდავია” – აღნიშნავს პროფესორი განდი.

ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის ივლისში ჟურნალ Nature-ში, 23 მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომისგან განკურნებულ პაციენტს 2003 წლის ეპიდემიის დროს, SARS-CoV-1–ით ინფიცირებიდან 17 წლის შემდეგ კვლავ ჰქონდათ CD4 და CD8 T უჯრედები. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანში უჯრედებმა გამოავლინეს ჯვარედინი რეაქტიულობა SARS-CoV-2–ის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებით,   COVID-19 ინფექცია არ გადაუტანიათ.[9]

კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ადრეული გამოკვლევებია და ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო დასკვნები COVID -19 დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში T და B უჯრედების როლზე. მაგალითად, არსებობს კითხვა, რეინფექციის შემთხვევაში, თუ რამდენად ეხმარებიან T უჯრედები  B უჯრედებს, სწრაფად წარმოქმნან მაღალი მგრძნობელობის ანტისხეულები. შრატის ანტისხეულებს ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ და სწრაფად იშლებიან, და ასევე უცნობია მათი წარმომქმნელი უჯრედები რამდენად მდგრადი და ქმედითუნარიანია.

რა განსხვავებაა ბუნებრივი იმუნიტეტსა და ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს შორის?

სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19 ინფექციის შემდეგ ვლინდება იმუნური რეაქცია, რომელის დროსაც ხდება მეხსიერების T და B უჯრედების წარმოქმნა.[10] ედინბურგის უნივერსიტეტის განცახდებით „ვაქცინაციის შემდეგ იმუნური რეაქცია გაცილებით ჰომოგენურია (მსგავსი) და ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდეგ ნამდვილად კარგი იმუნური პასუხი უვითარდება“.[11] ვაქცინის წამყვანი მწარმოებლების კანდიდატების კლინიკური კვლევების მონაცემებმა დაადასტურა T და B უჯრედების რეაქტიულობა.

აქვს თუ არა ვაქცინაციას განსხვავება მათთვის, ვისაც უკვე გადაიტანა COVID-19?

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ვაქცინაციას შეუძლია გააძლიეროს იმუნიტეტი იმ ადამიანებში, ვინც ადრე იყო დაინფიცირებული SARS-CoV-2 ვირუსით და გამოჯანმრთელდა. მარტში, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ლონდონში ჯანდაცვის 51 მუშაკს გაუკეთდა Pfizer ვაქცინის ერთი დოზა. ჯანდაცვის მუშაკთა ნახევარში, რომლებმაც ადრე გადაიტანეს  COVID-19, დაფიქსირდა ანტისხეულების ყველაზე დიდი მატება (ვაქცინაციამდე არსებული სპაიკ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების 140-ჯერ მომატება). [12]

რა განსხვავებაა ვაქცინის პირველ და მეორე დოზის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის?

ვაქცინაციის პირველი და მეორე დოზის შედეგად გამოწვეული იმუნური პასუხის სრულყოფილი შესწავლა რთულია, თუმცა მრავალი კვლევის ფარგლებში შეფასდა ანტისხეულების დონე დოზის სხვადასხვა ეტაპზე. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მკვლევარების წინასწარი გამოკვლევით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50 000-ზე მეტმა პირმა, აღმოჩნდა, რომ Pfizer ან AstraZeneca ვაქცინების პირველი დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ ანტისხეულებზე პოზიტიური იყო 96.4%.  ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7-14 დღის შემდეგ ანტისხეულებზე დადებითი იყო 99.1%. საშუალოდ მეორე დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულებზე პოზიტიური პირების რიცხვი ოდნავ გაიზარდა.[13]

ასევე, დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა შეაფასეს ანტისხეულების პიკური დონის სხვაობა 80 წელს გადაცილებულ 172 ადამიანში, რომლებიც აიცრნენ Pfizer ვაქცინით.[14] პირებში, ვისაც არ ჰქონდა გადატანილი კოვიდ ინფექცია, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მე-12 კვირაზე, ანტისხეულების პიკური მაჩვენებელი 3.5-ჯერ მაღალი იყო მე-3 კვირასთან შედარებით. თუმცა, T უჯრედების დონე მე-12 კვირაზე  3.6-ჯერ დაბალი, მე-3 კვირასთან შედარებით (ავტორთან განცხადებით, ზოგადად, T უჯრედების შედარებითი დაბალი შემცველობა კვლევაში მონაწილე პირთა ასაკს შეიძლება უკავშირდებოდეს). ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევები ვირუსისა და მის მიმართ იმუნიტეტის შესწავლაში.

როგორ მოქმედებს იმუნიტეტი რეინფექციის შემთხვევაში?

რეინფექციის გამოვლენილი შემთხვევები იშვიათია. თუმცა, მაშინაც კი, თუ ადამიანები დაინფიცირდებიან ვაქცინაციის ან საწყისი ბუნებრივი ინფექციის შემდეგ, ისინი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მსუბუქად გადაიტანენ დაავადებას.[15] აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა მაშინაც კი, თუ აქვთ მსუბუქი ან უსიმპტომო დაავადება.

საჭირო იქნება COVID -19 ვაქცინის დამატებითი „ბუსტერ“ დოზების გაკეთება?

Pfizer– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დამატებითი დოზა  საჭირო იქნება მეორე დოზადან 12 თვის განმავლობაში.[16] ამის გასაგები მიზეზები არსებობს. რაილი აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სუსტი იმუნური რეაქცია, ამიტომ მათ შეიძლება ემუქრებოდეს ზამთარში ვირუსით დაინფიცირება. ასევე, ვაქცინის დამატებითი დოზა შეიძლება საჭირო გახდეს იმუნიტეტის ასამაღლებლად SARS-CoV-2-ის ახლად წარმოქმნილი შტამების წინააღმდეგ.

პრ. განდი ამტკიცებს, რომ SARS-CoV-2 შედარებით ნელა განიცდის მუტაციას  და ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის დღემდე დაფიქსირებული ახალი შტამების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს ჯვარედინი რეაქცია.[17] იგი ფიქრობს, რომ არსებული ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი ნაკლებად სავარაუდოა მომავალშიც საკმარისი იყოს ახალ შტამებთან გასამკლავებლად.

2021 წლის მარტში სამეცნიერო ჟურნალ Science- ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოიხილეს აქამდე მიღებული მტკიცებულებები და დაასკვნეს, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები საკმარისად (კარგად) იცავს არსებული და პროგნოზირებადი ახალი შტამებისგან.[18] „სწრაფი, გლობალური ვაქცინაციის კამპანია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ღონისძიებებთან კომბინაციაში, წარმოადგენს ახალი შტამებისაგან საუკეთესო დაცვას.“ „ვირუსს რომელსაც არ შეუძლია გადაედოს და დააინფიციროს, არ მიეცემა მუტაციის საშუალება“.


[1] Rapid Decay of Anti-SARS-CoV-2 Antibodies in Persons with Mild Covid-19 – PubMed (nih.gov)

[2] SARS-CoV-2-specific T cell immunity in cases of COVID-19 and SARS, and uninfected controls – PubMed (nih.gov)

[3] Orthogonal SARS-CoV-2 Serological Assays Enable Surveillance of Low-Prevalence Communities and Reveal Durable Humoral Immunity – PubMed (nih.gov)

[4] Antibody Persistence through 6 Months after the Second Dose of mRNA-1273 Vaccine for Covid-19 – PubMed (nih.gov)

[5] Single-dose administration and the influence of the timing of the booster dose on immunogenicity and efficacy of ChAdOx1 nCoV-19 (AZD1222) vaccine: a pooled analysis of four randomised trials – PubMed (nih.gov)

[6] Asymptomatic and symptomatic SARS-CoV-2 infections elicit polyfunctional antibodies – PubMed (nih.gov)

[7] Immunological memory to SARS-CoV-2 assessed for up to 8 months after infection | Science (sciencemag.org)

[8] Neutralizing antibodies derived from the B cells of 1918 influenza pandemic survivors – PubMed (nih.gov)

[9] SARS-CoV-2-specific T cell immunity in cases of COVID-19 and SARS, and uninfected controls | Nature

[10] https://www.cidrap.umn.edu/news-perspective/2020/12/two-studies-find-covid-19-antibodies-last-8-months

[11] https://www.the-scientist.com/news-opinion/the-search-for-immune-responses-that-stop-covid-19-67769

[12] https://www.bmj.com/lookup/external-ref?access_num=33640038&link_type=MED&atom=%2Fbmj%2F373%2Fbmj.n1605.atom

[13] https://ucl-virus-watch.net/?page_id=913

[14] https://www.medrxiv.org/content/10.1101/2021.05.15.21257017v1

[15]https://www.bmj.com/lookup/ijlink/YTozOntzOjQ6InBhdGgiO3M6MTQ6Ii9sb29rdXAvaWpsaW5rIjtzOjU6InF1ZXJ5IjthOjQ6e3M6ODoibGlua1R5cGUiO3M6NDoiRlVMTCI7czoxMToiam91cm5hbENvZGUiO3M6MzoiYm1qIjtzOjU6InJlc2lkIjtzOjE1OiIzNzIvamFuMTlfMy9uOTkiO3M6NDoiYXRvbSI7czoyMzoiL2Jtai8zNzMvYm1qLm4xNjA1LmF0b20iO31zOjg6ImZyYWdtZW50IjtzOjA6IiI7fQ==

[16] https://www.cnbc.com/2021/04/15/pfizer-ceo-says-third-covid-vaccine-dose-likely-needed-within-12-months.html

[17] https://www.bmj.com/lookup/external-ref?access_num=10.1172/JCI149335&link_type=DOI

[18]https://www.bmj.com/lookup/ijlink/YTozOntzOjQ6InBhdGgiO3M6MTQ6Ii9sb29rdXAvaWpsaW5rIjtzOjU6InF1ZXJ5IjthOjQ6e3M6ODoibGlua1R5cGUiO3M6NDoiQUJTVCI7czoxMToiam91cm5hbENvZGUiO3M6Mzoic2NpIjtzOjU6InJlc2lkIjtzOjEzOiIzNzEvNjUzNC8xMTAzIjtzOjQ6ImF0b20iO3M6MjM6Ii9ibWovMzczL2Jtai5uMTYwNS5hdG9tIjt9czo4OiJmcmFnbWVudCI7czowOiIiO30=

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.