21 მაისს, 12 საათიდან იწყება სინოვაკის ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი.
თავად აცრის პროცესი დაიწყება 24 მაისიდან.
სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.
ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.
სინოვაკის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში