covid19vaccines.ge
covid19vaccines.ge
ჩატარებული აცრები 💉

2 930 677

სრულად აცრილი 💉💉

1 276 173

8 მაისს სინოფარმის ვაქცინამ მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.

სინოფარმი უკვე მეექვსე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა მსოფლიოში, რომელსაც მიეცა ავტორიზაცია მისი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.

სინოფარმი ინაქტივირებული ტიპის ვაქცინაა. ინაქტივირებული ვაქცინები ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ისინი შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან.  შესაბამისად იყოფა ორ ძირითად ტიპად –   სრულუჯრედიანი და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის  (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს. უფრო სტაბილურია ვიდრე ცოცხალი ვაქცინები, თუმცა არ იმუშავებს ისეთ მყარ იმუნიტეტს, როგორც ცოცხალი ვაქცინები და საჭიროებს განმეორებითი დოზების შეყვანას. კოვიდის ინაქტივირებული ვაქცინებია: Sinovac, Sinopharm-Beijin, Sinopharm-Wuhan, Bharat Biotech 

დაგვიკავშირდით: 116 001 მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
დაგვიკავშირდით: 116 001
მოგვწერეთ: ncdc@ncdc.ge
EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

EU & WHO

ვებგვერდი მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.