“მწვანე პასპორტის” გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რაც გულისხმობს:
- ვაქცინაციის სტატუსს
- PCR ტესტების ჩატარების ისტორიას
- ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას
- SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას
”მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:
- კვების ობიექტები;
- რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
- გასართობი ცენტრები;
- კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
- საკონცერტო დარბაზები;
- სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების საბაგირო გზები.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება.
- რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
- მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
- 18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
- მწვანე პასპორტის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაციის Georgia e-health -ის გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ლინკებიდან
iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048
Android https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth